Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიცია „ძალიან მალე“ დაიწყებს რაყის გათავისუფლების საბოლოო ოპერაციას


აშშ-ის სარდლობით მოქმედი არაბებისა და ქურთების სამხედრო დაჯგუფებები „ძალიან მალე“ დაიწყებენ საბრძოლო კამპანიას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად გამოცხადებული ქალაქ რაყის გასათავსუფლებლად. ამის შესახებ სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გიჰან შეიხ ეჰმედმა 3 ივნისს განაცხადა. სირიის სახალხო ლაშქარმა, აშშ-ის სამხედრო დახმარებით, 10 მაისს ექსტრემისტებისგან საბოლოოდ გაათავისუფლა ქალაქი ტაბქა და მის მახლობლად მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კაშხალი. ამ წარმატებამ გზა გუხსნა დასავლეთის კოალიციას და მის მომხრეებს, რათა გადამწყვეტი იერიში მიიტანონ „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ წოდებულ ქალაქ რაყაზე, რომელსაც ექსტრემისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ. მარტის ბოლოს პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაყის, გათავისუფლების ოპერაციაში.

XS
SM
MD
LG