Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის ადვოკატი ითხოვს, რომ მუხთარლის საქმე პოლიციის ნაცვლად გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ


აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ითხოვს, რომ მუხთარლის საქმე პოლიციის ნაცვლად გამოიძიოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. შესაბამისი განცხადებით ადვოკატმა პროკურატურას დღეს მიმართა. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, არსებობს აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის, მაღალი თანამდებობების დონეზე უკანონო თანამშრომლობის ეჭვი, ამიტომ საქმე მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით. მუხთარლი თბილისიდან მის გატაცებას მიიჩნევს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივ ოპერაციად, რასაც კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მთავრობა.

XS
SM
MD
LG