Accessibility links

არაბული ქვეყნების ნაწილი ყატართან ურთიერთობას წყვეტს


არაბული ქვეყნების ნაწილმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ყატართან. მათ მიზეზად მოიტანეს ამ ქვეყნის მიერ, სავარაუდოდ, ისლამისტური ჯგუფების მხარდაჭერა და ახლო ურთიერთობა ირანთან. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეთანხმებულად გამოაცხადეს 5 ივნისს, რომ ყატარიდან გაჰყავთ თავიანთი დიპლომატები და წყვეტენ კონტაქტებს ამ ქვეყანასთან, რითაც გაზით მდიდარი სახელმწიფო, სადაც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ბაზაა განთავსებული, იზოლაციაში მოექცევა. ეს ქვეყანა 2022 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მასპინძლობს. სპარსეთის ყურის პირა ქვეყნები თვლიან, რომ ყატარი ირანთან არის დაახლოებული და ახლო კონტაქტები აქვს ისლამისტურ მოძრაობებთან, როგორიცაა „მუსლიმთა საძმო“, რომელსაც მმართველი ოჯახები რეგიონში საფრთხედ განიხილავენ. საუდის არაბეთმაც გამოაცხადა, რომ კეტავს საზღვრებს ყატართან, რითაც ეს ქვეყანა მოსწყდება არაბეთის ნახევარკუნძულის დანარჩენ ნაწილს. ერ-რიადი ყატარს ადანაშაულებს, რომ მხარს უჭერს „ტერორისტულ ჯგუფებს“, როგორებიც არიან „მუსლიმთა საძმო“, „ისლამური სახელმწიფო“და „ალ-ყაიდა“. ოთხი ქვეყნის მაგალითს მიბაძა იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ და ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა მთავრობამ, რომელმაც გაეროს მხარდაჭერით მოქმედი, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ტრიპოლიში ჩამოლაგდო, და რომელსაც მცირე გავლენა აქვს ქვეყანაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG