Accessibility links

პუტინი უარყოფს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო კომპრომატები აქვს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო გავრცელებული ხმები, რომ მას აქვს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ კომპრომატები და რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. პუტინმა ინტერვიუ მისცა „ენ-ბი-სი-ს“ და იქ განაცხადა, რომ მას არაფერი გააჩრია, რაც ზიანს მიაყენებდა ტრამპს, და რომ ეს ერთ-ერთი ახალი სისულელეა. პუტინმა ასევე თქვა ამ ინტერვიუში, რომელიც მეგინ კელის მიჰყავდა, რომ ის არ იცნობს გენერალ მაიკ ფლინს, და რომ, თუმცა მასთან ერთად მაგიდასთან მჯდარა, მაგრამ მასთან არ ულაპარაკია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვს არ სჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, როგორც ამას ამტკიცებენ სადაზვერვო სამსახურები, რადგან პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, პარტიები და ხელისუფლება იცვლება, მაგრამ მთავარი პოლიტიკური მიმართულება იგივე რჩება, განაცხადა პუტინმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მოსკოვისთვის ჩარევას აზრი არ ექნებოდა. მან აშშ-ს დასდო ბრალად სხვა სახელმწიფოთა არჩევნებში ჩარევა. რუკაზე ნებისმიერ სახელმწიფოს დაადეთ ხელი და გაიგონებთ ჩივილს, რომ ამერიკელი მოხელეები საარჩევნო პროცესებში ერევიან. პუტინმა ასევე თქვა, რომ მას არ აქვს „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტთან, რომლის რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან 2016 წლის არჩევნების დროს სავარაუდო კავშირებს იძიებენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG