Accessibility links

ლონდონში ტერაქტის საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს


ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, დააკავეს კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი სამ ივნისს მომხდარ ტერაქტთან კავშირში. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი დაკითხვა. გამოძიება იტყობინება, რომ დაკავებულებისგან ამოიღე დიდი რაოდენობით მასალა, რომელიც ტერაქტთან არის კავშირში. დაკავებულია 12 პირი, მათ ვინაობას არ ამხელენ. სამ ივნისს მომხდარი ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ათეულობით პირი, მათგან 21 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პასუხისმგებლობა ისლამურმა „სახელმწიფომ იკისრა“.

XS
SM
MD
LG