Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა უკრაინული ბიბლიოთეკის ყოფილ ხელმძღვანელს


მოსკოვის სასამართლომ გაასამართლა და დამნაშავედ სცნო, უკრაინული ლიტერატურის ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი,ნატალია შარინა. შარინა დამნაშავედ სცნეს ექსტრემიზმსა და გაფლანგვაში და მას პირობითად მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა. 59 წლის შარინამ განაჩენს პოლიტიკური უწოდა. მისი დაცვა განაჩენს გაასაჩივრებს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეშენელმა, განაცხადა, რომ შარინას მიმართ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს კანონის უზენაესობის სრულ იგნორირებას და ხაზს უსვამს რუსეთში სასამართლო სისტემის არასაკმარის დამოუკიდებლობას. გამოძიების ვერსიით, 2011-2015 წლებში შარინა ავრცელებდა რუსეთში აკრძალულ ლიტერატურას და ანტი-რუსულპროპაგანდას ეწეოდა. ის 2015 წლიდან შინა პატიმრობაში იყო.2017 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამარმლომ შარინას საჩივარს რეგისტრაცია გაუკეთა. შარინა ჩიოდა საშინაო პატიმრობის პირობების გgმო. „მემორიალმა“ ის პოლიტპატიმრად აღიარა.

XS
SM
MD
LG