Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორბინი მეის მოუწოდებს, გადადგეს


ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი მოუწოდებს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის,სამი ივნისის ტერაქტის შედეგად, გადადგეს. უფრო ადრე, კორბინმა განაცხადა, რომ მეის, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, აკისრია პასუხიმგებლობა პოლიციის პირადი შემადგენლობის შემცირებისთვის. ბრიტანეთის პრესის თანახმად, 2010-დან 2016 წლამდე, როცა მეი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პოლიციელების რაოდენობა ოცი ათასით შემცირდა. პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თაობაზე, რომელიც რვა ივნისს იმართება, მეიმ განაცხადა აპრილში. მან ეს წარმატებული ბრექსიტისთვის საჭირო ნაბიჯად მიიჩნია. ამ ეტაპზე მეი პოპულარობით სჯობნის კორბინს, თუმცა, სოციოლოგების თანახმად, სხვაობა მათ შორის მცირდება.

XS
SM
MD
LG