Accessibility links

ჩერნოგორია ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი


5 ივნისს, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფო ჩერნოგორია, ოფიციალურად გახდა ნატოს ალიანსის 29-ე წევრი გახდა. ვაშინგტონში, ამ მოვლენასთან დაკავშირებულ ცერემონიაში მონაწილეობდა ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი სრჯან დარმანოვიჩი, რომელმაც ხელმოწერილი აქტი გადასცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ტომას შენონს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მისიას, რაც ალიანსს აერთიანებს. „ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი და ჩვენ, ზოგჯერ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. მაგრამ ერთად, ჩვენ ამ განსხვავებებზე მაღლა ვდგებით და ვერთიანდებით საერთო მიზნისათვის, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ ერთმანეთი და თუ საჭირო გახდა, ვიბრძოლოთ ერთმანეთის დასაცავად“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 5 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც ჩერნოგორიის ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებას მიეძღვნა. შვიდ ივნისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის თავზე პირველად აფრიალდება ჩერნოგორიის დროშა.

XS
SM
MD
LG