Accessibility links

ლევან ბოძაშვილმა დატოვა უშიშროების მდივნის მოადგილის თანამდებობა


უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ლევან ბოძაშვილი არ შეურთდა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კომუნიკეს. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზებზე თავად არ უსაუბრია, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, მისი გადადგომა შესაძლოა უკავშირდებოდეს უთანხმოებას უშიშროების საბჭოს მდივანთან და თავად ქვეყნის პრეზიდენტთან. კომუნიკეს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭომ დღეს გაავრცელა, უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის ყველა მოადგილის ხელმოწერა ჰქონდა, ბოძაშვილის გარდა. როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილი 6 აპრილს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. დიპლომატის უფლებამოსილების შესრულებას ის ოქტომბრიდან უნდა შეუდგეს.

XS
SM
MD
LG