Accessibility links

ვაზიანში დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება


თბილისის მახლობლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება, რომელიც 14 ივნისამდე გასტანს. საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით საგანგებო დავალებებს შეასრულებენ. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები. ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანების გარდა, სამხედროები გაივლიან სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტებსაც. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. პირველ ორ სწავლებას თურქეთმა უმასპინძლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG