Accessibility links

თბილისში გაიმართა აშშ-ის ელჩისა და მედიასაშუალებათა წარმომადგენლების შეხვედრა


დამოუკიდებელი გაერთიანების, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ და სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები თბილისში, აშშ-ის საელჩოში შეხვდნენ ელჩს, იან კელის. ჟურნალისტებმა ამერიკელ დიპლომატს გაუზიარეს თავისი მოსაზრებები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე. მედიასაშუალების, on.ge-ს მთავარი რედაქტორის, თაზო კუპრეიშვილის განცხადებით, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რათა გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი თბილისიდან ბაქოს საპატიმროში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ იან კელი ყურადღებით აკვირდება აფგან მუხთარლის საქმეს და აქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. "გვითხრა, რომ ქართულ მედიას, როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ასევე თავისუფალ მედიას, უცხადებს სრულ მხარდაჭერას და დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს ხელისუფლების კონკრეტულ ქმედებებს“ - განაცხადა გიორგი მგელაძემ. ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG