Accessibility links

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონის ბოლო ტერაქტში მონაწილეებიდან ორი პირის ვინაობა


ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონში 3 ივნისის ტერაქტში მონაწილეებიდან - სულ სამი ადამიანიდან - ორის ვინაობა. ერთი იყო 27 წლის ხურამ ბუტი, წარმოშობით პაკისტანელი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქე იყო და ოჯახთან ერთად ლონდონთან ცხოვრობდა. როგორც იუწყებიან, პოლიციას და დაზვერვის სამსახურს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაცია მის შესახებ, მაგრამ არ ჰქონიათ ცნობები, რომლებიც მიანიშნებდა თავდასხმის დაგეგმავზე. მეორე თავდამსხმელი იყო 30 წლის რაშიდ რედუანი - ლიბიისა და მაროკოს მოქალაქე. მასზე პოლიციისათვის არაფერი იყო ცნობილი. სამივე ეჭვმიტანილი პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ისინი მანქანით შეიჭრნენ ფეხით მოსიარულეებში ლონდონის ხიდზე და შემდეგ დანებით დაერიენ ხალხს რაიონში, სადაც ბევრი რესტორანი და ბარია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG