Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ტრამპს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, მას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავალა, დაიწყოს პროცესი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად და არ დაუშვას, რომ პროცესს ხელი შეუშალოს აშშ-ში მიმდინარე გამოძიებამ რუსეთთან ტრამპის შესაძლო კავშირების დასადგენად. ტილერსონმა ამ თემაზე ისაუბრა 6 ივნისს ახალ ზელანდიაში ვიზიტისას. „პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით მითხრა, რომ რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში და დღეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა და სულ უფრო უარესდება. ამიტომ პრეზიდენტმა მთხოვა, დავიწყო რუსეთთან დაახლოების პროცესი, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ურთიერთობის ჯერ სტაბილიზაციას, რათა აღარ გაუარესდეს და შემდეგ შევძლებთ თუ არა დავადგინოთ საერთო ინტერესების სფეროები, რომლებშიც შევძლებთ ნდობის გარკვეულწილად აღდგენას (...), რათა იყოს სფეროები, რომლებშიც შევძლებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ტილერსონმა მაშინ, როცა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესი აწარმოებენ გამოძიებას ბრალდებების გამო, რომ რუსეთი შეეცადა გავლენა მოეხდინა აშშ-ში შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და კონტაქტი ჰქონდა ტრამპის გუნდთან. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, ორ დღეში მისცემს ჩვენებას სენატის დაზვერვის კომიტეტს, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თემაზე.

XS
SM
MD
LG