Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი: 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 31 მაისს ქაბულში მოწყობილი აფეთქებისას


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულის ცენტრში 31 მაისს, დილის პიკის საათის დროს დანაღმული სატვირთო მანქანით მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად. აშრაფ ღანიმ დღეს ქაბულში, მრავალეროვან სამშვიდობო კონფერენციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ ასევე დაჭრილია 300-ზე მეტი ადამიანი. უფრო ადრე ავრცელებდნენ ცნობებს 90-მდე დაღუპულის შესახებ, რაც თავისთავად იყო ქაბულში ერთი თავდასხმის მსხვერპლთა სარეკორდო მაჩვენებელი ავღანეთში 2001 წელს თალიბანის მმართველობის დამხობის შემდეგ. პრეზიდენტმა ღანიმ პატივი მიაგო იმ 13 პოლიციელის ხსოვნას, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, დანაღმული სატვირთო მანქანა გააჩერა ბლოკპოსტთან და აფეთქების შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG