Accessibility links

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონის ტერაქტის მესამე მონაწილის ვინაობაც


ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა 3 ივნისს ლონდონში მოწყობილი ტერაქტის მესამე მონაწილის ვინაობაც: იუსუფ ზაღბა, რომელიც მიჩნეულია წარმოშობით მოროკოელად, იტალიის მოქალაქე იყო. პოლიციის ცნობით, 22 წლის ზაღბა აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობდა და აქამდე არ ჰქონდა მიქცეული პოლიციის, ან უშიშროების სამსახურის ყურადღება. უფრო ადრე დასახელდა ლონდონში თავდასხმის ორი მონაწილის ვინაობა: ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის ხურამ ბატი წარმოშობით პაკისტანელი იყო, ხოლო 30 წლის რიჩარდ რადუანი ლიბიის და მაროკოს მოქალაქე. ისინიც აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობდნენ. სამი ეჭვმიტანილი 3 ივნისს მანქანით შეიჭრა ფეხით მოსიარულეებში ლონდონის ხიდზე და შემდეგ დანებით დაერია ხალხს რაიონში, რომელშიც ბევრი რესტორანი და ბარია. სამივე პოლიციელებმა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 48 ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG