Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მეამბოხეებმა დაიწყეს ოპერაცია ექსტრემისტების "დედაქალაქ" რაყის ასაღებად


სირიაში შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოქმედმა მეამბოხეებმა დაიწყეს ოპერაცია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული დედაქალაქის, რაყის ასაღებად. დღეს ვაცხადებთ ქალაქ რაყის გასათავისუფლებლად დიადი ბრძოლის დაწყებასო, უთხრა დღეს ჟურნალისტებს „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესმდივანმა, თალალ სილომ. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, „სირიის დემოკრატიული ძალები", რომელიც სირიელ ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს, დილიდან არის ჩართული ექსტრემისტებთან მძიმე ბრძოლაში რაყის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში. ექსტრემისტებთან მებრძოლი კოალიციის ვარაუდით, რაყაში იმყოფება „ისლამური სახელმწიფოს“ 3000-დან 4000-მდე მებრძოლი. რაყის ოპერაცია დაიწყო მაშინ, როცა ერაყის მთავრობის ჯარებმა გამოაცხადეს, რომ ახლოს არიან ქალაქ მოსულის - ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო დიდი დასაყრდენის - აღებასთან. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2014 წლის ივნისში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად დაიკავეს სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილი.

XS
SM
MD
LG