Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ მუხთარლის სავარაუდო მოტაცების გამო


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხში, ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი, შეშფოთებას გამოთქვამენ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სავარაუდო მოტაცებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 6 ივნისს გამოაქვეყნა საგანგებო პრესრელიზი, რომელშიც ცილევჩსი და ლუნდგრენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სრულად გამოიძიოს მუხთარლისთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა ბრალდება და აქტუალური ინფორმაცია მიაწოდოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, რომლებიც ყურადღებით მიადევნებენ თვალს ამ საქმეს.

XS
SM
MD
LG