Accessibility links

რუსეთი, ბელორუსია და სერბია ატარებენ სამხედრო სწავლებას „სლავური ძმობა 2017“


რუსეთი, ბელორუსია და სერბია ატარებენ ერთობლივ ანტიტერორისტულ სამხედრო სწავლებას „სლავური ძმობა 2017“. მანევრები ტარდება ბელორუსიაში, ბრესტის პოლიგონზე, რომელიც ნატოს წევრი პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. როგორც რუსმა პოლკოვნიკმა ალექსეი სგიბნევმა თქვა 6 ივნისს მანევრების გახსნის ცერემონიაზე, „სლავური ძმობა 2017“ ცხადჰყოფს, რომ „სამმა სახელმწიფომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მიაღწია და ემზადება ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად საბრძოლველად“. სწავლებაში, რომელიც 14 ივნისს დასრულდება, მონაწილებენ 300-ზე მეტი რუსი, 400-მდე ბელორუსი და 50-მდე სერბი ჯანრისკაცი. ერთობლივი წვთრნები დაიწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანდა კიდევ ერთი, 29-ე ქვეყანა - ჩერნოგორია. რუსეთი, ბელორუსია და სერბია უკვე მესამედ ატარებენ “სლავურ ძმობად“ წოდებულ ერთობლივ წვრთნებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG