Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ავიაგამანადგურებელმა კურსი შეაცვლევინა აშშ-ის ბომბდამშენს


რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ავიაგამანადგურებელმა კურსი შეაცვლევინა აშშ-ის ბომბდამშენს ბალტიის ზღვის თავზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სუ-27 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი 6 ივნისის დილას გაეშურა ამ მისიის შესასრულებლად მას შემდეგ, რაც რუსეთის რადარებმა აღმოაჩინეს თვითმფრინავი, რომელმაც ჩაიფრინა რუსეთის საზღვრის მახლობლად, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე. როგორც სამხედრო უწყება იტყობინება, საქმე ეხებოდა აშშ-ის ბ-52 ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენს, რომელსაც რუსეთის ავიაგამანადგურებელი გაჰყვა, სანამ შეაცვლევინებდა კურსს რუსეთის საზღვართან დასაცილებლად. ინციდენტის ფონია დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისა და ზოგი სხვა მიზეზის გამო. მაისში ამერიკელმა სამხედროებმა ალიასკის სანაპიროსთან აიძულეს კურსის შეცვლა რუსეთის ტუ-95 ტიპის ორ ბომბდამშენს, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარებაც შეუძლია.

XS
SM
MD
LG