Accessibility links

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან პოლიციელმა დაჭრა მამაკაცი, რომელიც მას თავს დაესხა


პარიზის ცენტრში, ღვთისმშობლის ტაძართან პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამაკაცი, რომელიც მას ჩაქუჩით დაესხა თავს. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და ხალხს მოუწოდა, ნუ მიუახლოვდება ამ ადგილს. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2015 და 2016 წლების ტერაქტების შემდეგ. ამ თავდასხმებმა 230-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. 11 ივნისს საფრანგეთში იმართება საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდი. ვარაუდობენ, რომ უმრავლესობას მოიპოვებს ახალი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა.

XS
SM
MD
LG