Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ორ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


თეირანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ირანის პარლამენტის შენობასა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე - ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის და სააგენტო ტასნიმის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში ცეცხლი გახსნა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა. წინასწარი მონაცემებით, მოკლულია პარლამენტის დაცვის თანამშრომელი და დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი. სააგენტო როიტერის ცნობით, პარლამენტის შენობაზე თავდასხმიდან დაახლოებით ნახევარ საათში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმთან. წინასწარი ინფორმაციით დაიჭრა ხუთი ადამიანი. ადგილობრივი მედიასაშუალებები ირანის მთავრობის პრესსამსახურის უფროსზე, ალი ხალილიზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მავზოლეუმთან სროლის შემდეგ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.

XS
SM
MD
LG