Accessibility links

თბილისში აქციები გამართეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის მხარდამჭერებმა


თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტთან აქციები გამართეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერებმა. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს და თურქეთს არ გადასცეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ჩაბუქი მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მოთხოვნით. ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეული ფეტულა გიულენის ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეუფარდა 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG