Accessibility links

ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა კენჭისყრა თბილისის მერის არჩევნებში


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, საინფორმაციო პროგრამის, "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესთავაზა პარტიის სახელით იყაროს კენჭი თბილისის მერის არჩევნებში. კიევიდან დაბრუნებულმა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. „მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის" თუ დამოუკიდებელი კანდიდატი" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი ინფორმაციით, კიევში შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

XS
SM
MD
LG