Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააკავეს "ამნესტი ინტერნეშნლის" ადგილობრივი ხელმძღვანელი


თურქეთში დააკავეს ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ადგილობრივი ხელმძღვანელი, ტანერ კილიჩი მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეთულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანით. ანკარა გიულენს ადანაშაულებს შარშანდელი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, რასაც გიულენი უარყოფს. „ამნესტი“ იუწყება, რომ თანერ კილიჩი და კიდევ 22 იურისტი 6 ივნისს დააკავეს ეგეოსის ზღვის პირა იზმირის პროვინციაში. ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პუტჩთან კავშირში ეჭვმიტანით დააკავეს 50 ათასამდე და სამსახურიდან გაუშვეს 150 ათასამდე ადამიანი, მათ შორის ჯარისკაცები, პოლიციელები, მასწავლებლები, საჯარო მოხელეები. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებას იყენებს საბაბად ოპონენტების გზიდან ჩამოსაცილებლად.

XS
SM
MD
LG