Accessibility links

ამერიკელი კონგრესმენები მოითხოვენ ბრალდების წაყენებას ერდოანის დაცვის წევრებისათვის


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ერთხმად მოითხოვს ბრალდების წაყენებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის დაცვის წევრებისათვის, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაშინგტონში გასულ თვეში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. წარმომადგენელთა პალატის 397-მა წევრმა არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიღებამდეც აღშფოთება გამოთქვეს 16 მაისს ვაშინგტონში თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან მშვიდობიან დემონსტრანტებზე „სასტიკი“ თავდასხმის გამო. ინციდენტის დროს 11 ადამიანი დაშავდა. ინციდენტზე ასეთ რეაგირებას აპირებს აშშ-ის სენატიც. ამასთან, ნათელი არ არის, მოჰყვება თუ არა კონგრესმენების მიერ მოთხოვნილ ზომებს რომელიმე მოძალადის დაკავება. თურქი მცველები, რომლებსაც თავდასხმაში ადანაშაულებენ, უკვე თურქეთში დაბრუნდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG