Accessibility links

ტრამპი იუსტიციის მინისტრის ყოფილ თანაშემწეს წარადგენს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუსტიციის მინისტრის ყოფილ თანაშემწეს, კრისტოფერ რეის წარადგენს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახალ დირექტორად. ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ამ თანამდებობაზე კრისტოფერ რეის დაასახელებს. რეი იუსტიციის მინისტრის თანაშემწე იყო 2003-2005 წლებში, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს. თუ სენატი დაამტკიცებს ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კრისტოფერ რეი ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე შეცვლის ჯეიმს კომის, რომელიც ტრამპმა გასულ თვეში მოხსნა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების ფონზე. ჯეიმს კომი ხვალ სენატის დაზვერვის კომიტეტს გააცნობს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მოსკოვის სავარაუდო ჩარევაზე და მასთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG