Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შტაბბინაში აღმართეს ალიანსის ახალი წევრის, ჩერნოგორიის, დროშა


ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა დროშის აღმართვის ცერემონია ალიანსში ახალი, რიგით 29-ე, წევრის, ჩერნოგორიის მიღებასთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა ნატოს უწოდა "დემოკრატიების ალიანსი, რომელსაც ერთი მიზანი აერთიანებს: ერთმანეთის გვერდით დგომა და ერთმანეთის დაცვა". ხოლო ჩერნოგორიის პრეზიდენტმა ფილიპ ვუანოვიჩმა „სტრატეგიული მიზნის მიღწევა“ უწოდა ნატოში გაწევრიანებას: „დღეს დიდი დღეა ჩერნოგორიისათვის - ქვეყნისათვის, რომელიც ნატოსთან ერთად აღნიშნავს და ზეიმობს გაწევრიანებას, სტრატეგიული მიზნის მიღწევას. ეს არის დიდი წარმატება და ისტორიული მოვლენა! ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან სულ 10 წელიწადში თავდადებულმა შრომამ და რეფორმების მტკიცე ერთგულებამ გაგვხადა ნატოს წევრი,“- განაცხადა ვუიანოვიჩმა. ჩერნოგორია 5 ივნისს ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე გახდა ნატოს წევრი. რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ამ ნაბიჯს. 6 ივნისს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ჩერნოგორია „ნატოში შეათრიეს“. ხოლო ლავროვის უწყებამ გამოაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, მიმართოს "საპასუხო ზომებს" ჩერნოგორიაში "ანტირუსული ისტერიის" საწინააღმდეგოდ.

XS
SM
MD
LG