Accessibility links

რვამდე გაიზარდა ლონდონში 3 ივნისს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი


ბრიტანეთის პოლიცია ადასტურებს, რომ რვამდე გაიზარდა ლონდონში 3 ივნისს მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მდინარე თემზაში იპოვეს დაკარგულად მიჩნეული ერთ-ერთი პირის, საფრანგეთის მოქალაქე ქსავიე თომას გვამი. თომას მეგობარი ქალი, რომელსაც თავდამსხმელები მანქანით დაეჯახნენ, მძიმედ არის დაშავებული. 7 ივნისს, უფრო ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი, ანუ, სულ სამი ფრანგია დაღუპული ლონდონში მოწყობილი თავდასხმის შედეგად. ასევე 7 ივნისს ბრიტანელმა პოლიციელებმა ლონდონში დააკავეს 30 წლის მამაკაცი თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანით. ამჟამად დაკავებულია ორი ადამიანი, რომელთა ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ. ყველა დანარჩენი პირი, ვინც 3 ივნისის თავდასხმის შემდეგ დააკავეს, უკვე გაათავისუფლეს. რაც შეეხება საკუთრივ თავდამსხმელებს - სამართალდამცველებმა სამივე მოკლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG