Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია თურქეთიდან იორდანიაში გადაიყვანს ჯარისკაცებსა და სამხედრო აღჭურვილობას


გერმანია თავის ჯარისკაცებს გაიყვანს თურქეთის სამხედრო ბაზიდან, ანკარასთან უთანხმოების გამო. კანცლერ ანგელა მერკელის კაბინეტის ამ გადაწყვეტილების მიზეზია ანკარის უარი, გერმანელი პარლამენტარები შეუშვას ინჩირლიკის ბაზაზე გერმანელ სამხედროებთან შესახვედრად. გერმანიის სამხედრო ძალები, რომლებიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგე საერთაშორისო კოალიციის ბრძოლაში მონაწილეობენ, ახლა იორდანიაში განთავსდებიან. ინჩირლიკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სირიასთან თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, 270-მდე გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება. ბერლინი აუცილებლად მიიჩნევს, რომ კანონმდებლებს ჰქონდეთ ჯარისკაცების მონახულების შესაძლებლობა, რადგან უცხოეთში გერმანიის სამხედრო ძალების განთავსებას პარლამენტის დასტური სჭირდება. თურქეთმა სამხედრო ბაზაზე გერმანელი კანონმდებლების ბოლო ვიზიტის დაბლოკვით გააპროტესტა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს თურქეთის მოქალაქეებს, რომლებზეც ანკარა აცხადებს, რომ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG