Accessibility links

საქართველოში 5,1 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


საქართველოში შვიდი ივლისის საღამოს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგისეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში, სოფელ ქვემო ბოდბედან 15კმ-ში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 ბალი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიწისძვრასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გამოძახებები არ დაფიქსირებულა. ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ დაზიანებების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია მათ არ მიუღიათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG