Accessibility links

ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ბრიტანეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა უხელმძღვანელებს „ბრექსიტს“, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. საარჩევნო უბნები, რომელთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 ათასია, დილის 7 საათიდან გაიხსნა. პოლიტიკის ანალიტიკოსთა თქმით,არჩევნებს ასევე ექნება გავლენა შოტლანდიაზე, რომელიც აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას გაერთიანებული სამეფოდან გასვლის საკითხზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კონსერვატიული პარტია დიდი ალბათობით შეინარჩუნებს უმრავლესობას 750 ადგილიან თემთა პალატაში, მაგრამ არა ისეთი უპირატესობით, როგორც პარტიის ლიდერები იმედოვნებენ. მაისის თვეში, პარტიათა საარჩევნო დაპირებების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კონსერვატიული პარტიის ლიდერობა მნიშვნელოვნად შემცირდა და საგრძნობლად გაიზარდა ლეიბორისტთა კანდიდატების რეიტინგი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG