Accessibility links

სახალხო დამცველის ანგარიშით შარშან საოკუპაციო ძალებმა 134 კაცი დააკავეს შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე


საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს სეპარატისტებმა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 134-ი კაცი დააკავეს შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე.სახალხო დამცველის ანგარიში იმოწმებს რუსეთის სასაზღვრო ძალებს, რომლის თანახმად, 2009-2016 წლებში აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 14 000 პირი დააკავეს. ომბუდსმენი „შემაშფოთებელს“ უწოდებს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ბავშვების, მათ შორის ჩვილების და მათი მშობლების დაკავების ფაქტებს. სახალხო დამცველის "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ სპეციალურ ანაგარიშში" ჩამოთვლილია შემთხვევები, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებზე ადგილი ჰქონდა დაკავებულების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საკვები და სასმელი წყლის შეზღუდვის ფაქტებს. სახალხო დამცველიო მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2016 წელს შესაძლებელი გახდა შეთანხმება 18 პატიმრის გასათავისუფლებლად. აქედანა 4 პირი გაათავისუფლა ქართულმა მხარემ, 10 სოხუმის და 4 ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG