Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობამ პოპულისტურ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება


საპარლამენტო უმცირესობამ პოპულისტურ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, კონსტიტუციით აიკრძალოს უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მიწის გასხვისება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს. „ერთადერთი დატვირთვა იმას, რომ უცხოელებს ჰქონდეთ გარკვეული უფლებები, არის ის, თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტუღუშმა. საპარლამენტო პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას. „ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანების დასაქმება და იმაზე ზრუნვა, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა და შემოვიდეს მეტი ინვესტიციები. რეგულირება, რომელზეც დღეს ხელისუფლება საუბრობს, ამას ყველაფერს ხელს შეუშლის და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს მოქალაქეებს“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. კონსტიტუციაში მიწის გასხვისების წესის მკაფიოდ ასახვას მოითხოვს საპარლამენტო პარტია, „პატრიოტთა ალიანსი.” მისი ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა იყოს პირდაპირი და მკაფიო ფორმულირება, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

XS
SM
MD
LG