Accessibility links

ირანში ჩვიდმეტამდე გაიზარდა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ბოლო მონაცმებით, ირანში 17-მდე გაიზარდა 7 ივნის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქვეყანის დედაქალაქში კი რამდენიმეშეიარაღებული პოლიციის პატრული იცავს ადმინისტრაციულ შენობებს, გზებსა და რკინიგზის სადგურებს. თეირანში ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე 7 ივნისს მოწყობილ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. იერიშები დილას მოეწყო. ოფიციალური პირების ცნობით, ქალებად გადაცმული და კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები მთავარი შესასვლელით მოხვდნენ პარლამენტის შენობაში. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი მოიერიშე სამართალდამცველებმა მოკლეს, ერთმა თავი აიფეთქა. დაპირისპირება, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა და ოთხი თავდამსხმელის სიკვდილით დასრულდა. როგორც იუწყებიან, დაკავებულია სამი თავდამსხმელი. ვარაუდობენ, რომ ორი იერიში კოორდინირებული იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG