Accessibility links

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დახმარებისათვის


უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდ პოლტარაკმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა გამოცდილებას, რომელი ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაუგროვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უკრაინისათვის აღმოჩენილი დახმარებისათვის. 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ორივე ქვეყნის სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სამშობლოში გამგზავრებამდე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია, შემდეგ კი გვირგვინებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG