Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს კომიმ „სიცრუე“ უწოდა ტრამპის განცხადებას მასზე და გამოძიების ფედერალურ ბიუროზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ, სენატის დაზვერვის კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის დროს, სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კომის სიტყვებით, იგი „შეძრა“ პრეზიდენტის სიტყვებმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების თაობაზე, რადგან მანამდე ტრამპი მას უმტკიცებდა, რომ ბრწყინვალედ ართმევს თავს სამუშაოს. „ეს იყო სიცრუე, პირდაპირი და მარტივი“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ. სენატის სადაზვერვო კომიტეტში 8 ივნისს დაგეგმილ მოსმენამდე ერთი დღით ადრე, კომიმ წერილობითი ფორმით მიმართა სენატის საგამოძიებო კომიტეტს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოითხოვდა ლოიალობას და ზეწოლას ახდენდა მასზე, შეეჩერებინა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ტრამპის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინს და მის კავშირებს რუსეთთან. კომის ნათქვამმა დაადასტურა მედიის ცნობები, რომ ტრამპი ერეოდა ფლინის თაობაზე გამოძიებაში. კომის თანახმად, მას ტრამპმა ვახშამზე უთხრა, "თქვენი ლოიალობა მჭირდება, მოველი ლოიალობას“.

XS
SM
MD
LG