Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო დახურული რეჟიმით განაგრძობს დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლო დახურული რეჟიმით განაგრძობს განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმის არსებით განხილვას. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეები წარსდგებიან შესავალი სიტყვით, რის შემდეგაც პროკურატურა დაიწყებს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეთა დაკითხვას. საქმის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება მიეცა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს. საქართველოს მთავარი პროკურატურა დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ადანაშაულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG