Accessibility links

არაბულმა ქვეყნებმა გამოაქვეყნეს ყატართან კავშირის მქონე სავარაუდო ტერორისტების სია


ოთხმა არაბულმა ქვეყანამ, რომელმაც ამ კვირაში ყატართან ურთიერთობა შეწყვიტა ექსტრემიზმის მხარდაჭერაში ბრალდების საფუძველზე, გამოაქვეყნა, მათი განცხადებით, ყატართან კავშირის მქონე ტერორისტების სია. საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ შედგენილ ამ სიაში შეყვანილია 59 ადამიანი, მათ შორის ყატარელი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მმართველი სამეფო ოჯახის წევრები. ყატარი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ უკვე მიმართავს გაეროს მიერ განსაზღვრულ ზომებს ტერორიზმთან საბრძოლველად და ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოლოს მოსაღებად.

XS
SM
MD
LG