Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უარყოფს ტყუილში ბრალდებას, რომელიც მას ეფბიაის ყოფილმა დირექტორმა წაუყენა


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა, მარკ კასოვიცმა უარყო ტყუილში ბრალდება, რომელიც ტრამპს და მის ადმინისტრაციას წაუყენა გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ. კომიმ 8 ივნისს, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, თქვა, რომ ტრამპმა იცრუა, როცა გამოძიების ფედერალურ ბიუროზე თქვა, რომ ამ უწყებას ცუდი ხელმძღვანელობა ჰყავს და რომ ეფბიაი „არეულია“. ამავე მოსმენის დროს, კომიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპს დისკომფორტს უქმნის გამოძიება, რომელსაც ეფბიაი აწარმოებს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და რუსეთთან ტრამპის გუნდის კავშირზე ბრალდებების გამო - და ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც გასულ თვეში, 9 მაისს კომი მოხსნა. ტრამპის ადვოკატმა მარკ კასოვიცმა ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, კომი დაადანაშაულა პრეზიდენტთან „პრივილიგირებული კომუნიკაციის“ გამხელაში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG