Accessibility links

ტრამპმა ინფორმაციის „გამმჟონავი“ უწოდა ეფბიაის ყოფილ დირექტორს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინფორმაციის „გამმჟონავი“ უწოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის, რომელმაც 8 ივნისს სენატის საკომიტეტო მოსმენის დროს უპასუხა შეკითხვებს პრეზიდენტთან მისი საუბრების შინაარსზე და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის, ამავე დროს, ამ ჩარევასთან ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირების გამოძიებაზე. ტრამპი ტვიტერში გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე ჯეიმს კომის გამოსვლას, რომელიც ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს და გამოთქვა რწმენა, რომ კომის ჩვენება „მთლიანად ამართლებს“ პრეზიდენტს. მანამდე ტრამპის ადვოკატმა, მარკ კასოვიცმა უარყო ტყუილში ბრალდება, რომელიც ტრამპს და მის მთავრობას წაუყენა ჯეიმს კომიმ. როგორც მან სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას თქვა, ტრამპმა იცრუა, როცა გამოძიების ფედერალურ ბიუროზე თქვა, რომ უწყებას ცუდი ხელმძღვანელობა ჰყავს და რომ ეფბიაი „არეულია“.

XS
SM
MD
LG