Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 20 ადამიანი დაიღუპა ბაზარში მოწყობილი აფეთქების შედეგად


ერაყის ქალაქ მუსაიბში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც სულ უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს ერაყსა და სირიაში. ამასობაში, ერაყის ჯარები მრავალეროვანი კოალიციის მხარდაჭერით აგრძელებენ ოპერაციას ერაყის სიდიდით მეორე ქალაქიდან, მოსულიდან ექსტრემისტების გასადევნად.

XS
SM
MD
LG