Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა მოკლა 30-მდე ადამიანი


ერაყში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ქალმა ბომბი ააფეთქა ხალხით სავსე ბაზარში და მოკლა, სულ ცოტა, 31 ადამიანი. თავდასხმა დღეს მოეწყო ქალაქ მუსაიბში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით 80-მდე კილომეტრში მდებარეობს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელიც სულ უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს ერაყსა და სირიაში. დღეს აფეთქება მოეწყო მუსაიბის აღმოსავლეთით 30-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ქერბალაშიც, რომელშიც შიიტების სალოცავებია. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობასაც "ისლამური სახელმწიფო" იღებს.

XS
SM
MD
LG