Accessibility links

ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას


ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რითაც რვამდე გაიზარდა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრების რიცხვი. ჩინეთმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა, რომელთაც აქამდე აერთიანებდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, 9 ივნისს ასტანის სამიტზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს ინდოეთისა და პაკისტანის მიღების შესახებ. ასტანის შეხვედრაში დამკვირვებელი ქვეყნების სტატუსით მონაწილეობენ ავღანეთი, ბელორუსია და მონღოლეთი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 1996 წელს შეიქმნა და ემსახურება სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG