Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი მოუწოდებს მოკავშირეებს ბლოკადა შეურბილონ ყატარს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მოუწოდა ახლო აღმოსავლელ მოკავშირეებს, ბლოკადა შეურბილონ ყატარს, რადგან, მისი თქმით, ეს, აშშ-ის არმიის მცდელობას, შეებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს,ხელს უშლის. ამის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ყატარი ისტორიულად უჭერს მხარს ტერორიზმს. ტილერსონის მოწოდება მიმართული იყო, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, გაერთიანებული არაბთა საამიროებისკენ, ასევე სპარსეთის ყურს სხვა ქვეყნებისკენ, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირები ყატართან ამ კვირაში იმის მომიზეზებით, რომ დოჰა მხარს უჭერს ტერორიზმს. ყატარში მდებარეობს აშშ-ის სამხედრო ბაზა, სამეთაურო ცენტრი, რომელიც ზედამხედველობს ოპერაციებს არა მხოლოდ სირიაში, ერაყში, არამედ ავღანეთშიც. იქ განთავსებულია აშშ-ის ათი ათასი სამხედრო.

XS
SM
MD
LG