Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ყატარს მოუწოდებს შეწყვიტოს ტერორიზმის დაფინანსება


აშშ-ის პრეზიდენტმა“დონალდ ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ყატარზე და გამოჰყო სპარსეთის ყურის ეს ქვეყანა, ექსტრემისტების სავარაუდო დაფინანსების გამო. ტრამპი გამოვიდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტ, კლაუს იოჰანისთან ერთად და თქვა, რომ ყატარი, სამწუხაროდ, ძალიან მაღალ დონეზე აფინანსებდა ტერორიზმსო. საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საამირომ და ეგვიპტემ, მათთან ერთად რამდენიმე სხვა ქვეყანამ, გაწყვიტეს კავშირი ყატართან და განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯს დგამენ ტერორიზმთან მისი კავშირების და ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსების გამო. ტრამპის თქმით, მოვუწოდებთ ყატარს შეწყვიტოს დაფინანსება, შეწყვიტოს ადამიანებისთვის სხვათა მოკვლის სწავლება, შეწყვიტოს მათთვის სიძულვილის და შეუწყნარებლობის შთაგონება. არ დავასახელებ სხვა ქვეყნებს, მაგრამ პრობლემას არ ვწყვეტთ, მაგრამ გადავწყვეტთ, სხვა გზა არ გვაქვსო, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის ეს ნათქვამი მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მოუწოდებას ახლო აღმოსავლელი მოკავშირეებისადმი, ბლოკადა შეურბილონ ყატარს, რადგან, მისი თქმით, ეს, აშშ-ის არმიის მცდელობას, შეებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს, ხელს უშლის. აშშ-ს მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა აქვს ყატარში. ტრამპმა თავის გამოსვლაში შეაქო რუმინეთი მისი წვლილისთვის, ებრძოლოს ტერორიზმს და ავღანეთში კოალიციურ ჯარში მონაწილეობისთვის. ტრამპმა რუმინეთს აშშ-ის „დიდებული მოკავშირე“ უწოდა.

XS
SM
MD
LG