Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ სრულ ვალდებულებას აცხადებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულ ვალდებულებას გრძნობს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ. ეს მუხლი ალიანსის ქვაკუთხედია და მის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. როცა ტრამპი ბრიუსელში გამოვიდა სიტყვით, მაისის ბოლოს, ნატოს სამიტზე, მას მეხუთე მუხლი არ უხსენებია.

XS
SM
MD
LG