Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და მაკრონი მხარს უჭერენ ტერეზა მეის ახალი მთავრობის ფორმირების საქმეში


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 ივნისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, რომელსაც სურს ახალი მთავრობის ფორმირება. იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთის ოპოზიცია განაგრძობს ზეწოლას, რათა ტერეზა მეიმ დატოვოს თანამდებობა, ტრამპისა და მაკრონის ეს მოწოდებები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი და პარიზი უპირატესობას ანიჭებენ ტერეზა მეისთან დამყარებული კავშირების შენარჩუნებას.ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა 8 ივნისის ვადამდელი არჩევნების შედეგად. ტერეზა მეის ზოგი თანაპარტიელი და ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ, გადადგეს, მაგრამ ის ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება და ბრიტანეთის სტაბილურობას უზრუნველყოფს: „როგორიც უნდა იყოს შედეგები, კონსერვატიული პარტია იზრუნებს იმაზე, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალება სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რათა ყველამ, მთელმა ქვეყანამ შევძლოთ წინსვლა“, - განაცხადა ტერეზა მეიმ 9 ივნისის დილას ინგლისის ქალაქ მეიდენჰედში.

XS
SM
MD
LG