Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დახოცა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ავღანელმა ჯარისკაცმა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დახოცა 10 ივნისს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში. ატაულა ხოგიანის, პროვინციის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა კიდევ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ავღანელმა ჯარისკაცმა იმ დროს ატეხა სროლა, როდესაც ამერიკელი და ავღანელი სამხედროები ერთობლივ საბრძოლო ოპერაციას ატარებდნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ“. თავად თავდამსხმელი მოკლულია. ინცინდენტზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომლის თანახმად თავდამსხმა განახორციელა, ავღანეთის არმიის რიგებში შეპარულმა, მათმა მებრძოლმა.

XS
SM
MD
LG