Accessibility links

4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა წუხელ ანტიტერორისტულ ზონაში


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 4 ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, სამი ჯარისკაცი ნაღმსატყორცნით განხორციელებული დაბომბვის შედეგად მარიუპოლის მახლობლად, სოფელ პავლოპოლთან დაიღუპა. 7 სამხედრო პირი კი დაიჭრა. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისა და უკრაინის სამხედრო სარდლობის მიერ გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ანტიტერორისტული საბრძოლო მომქედებების ზონაში ხშირად ირღვევა ცეცხლი. უკრაინის სამხედრო უწყების პრესმდივნის ალექსანდრ მოტუზიაკინის თქმით, სამი და მეტი ჯარისკაცი საბრძოლო პოზიციებზე 2017 წლის იანვრის შემდეგ არ დაღუპულა.

XS
SM
MD
LG