Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ძალები უფრო მიიწევენ წინ სირიის ქალაქ რაყაში


აშშ-ის მხარდაჭერილი არაბული და ქურთული შენაერთები წინ მიიწევენ და 11 ივნისისათვის კიდევ ერთი კვარტალი დაიკავეს ექტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად გამოცხადებულ, სირიის ქალაქ რაყაში. ორდღიან ბრძოლებში 12 ექსტრემისტი დაიხოცა. დღევანდელი მდგომარეობით აშშ-ის სარდლობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალების დანაყოფები აკონტროლებენ ქალაქ რაყის რაიონებს ალ-რომანიასა და ალ-მეშჰლებს. კოალიციის სარდლობის ვარაუდით, რაყის დარჩენილ რაიონებში, მათ შორის ისტორიულ ძველ ქალაქში რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 4000 მებრძოლი. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ სირიის ქალაქი რაყა 2014 წელს დაიკავა და იგი ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG